Thursday, January 21, 2010

ისტორიის ფალსიფიკატორები


ვიკიპედიაზე წავაწყდი საინტერესო წიგნს სახელწოდებით ”ისტორიის ფალსიფიკატორები”(Falsifiers of History), რომელიც საბჭოთა ინფორმაციის ბიურომ 1948 წელს უშუალოდ სტალინის მეთვალყურეობით (სხვანაირად ხომ წარმოუდგენელიცაა) გამოსცა და შეეხება გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობას მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1948 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეოარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტები ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის შესახებ 1939-1941 წწ. მათ შორის იყო გერმანიის საგარეო ოფისებიდან აღებული მასალებიც. გარდა ”მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის” მომზადების პროცესისა, მოცემულ მასალებში ასევე იყო ის საიდუმლო მუხლები, რომელსაც ეს პაქტი შეიცავდა და რომელშიაც აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების გადანაწილებაზე იყო საუბარი.
”ისტორიის ფალსიფიკატორები” არის ზემოთაღნიშნული პუბლიკაციის პასუხი.
სტალინმა ნაშრომის თავდაპირველი სახელწოდება Reply to Slanderers შეცვალა და ნაშრომს საბოლოოდ Falsifiers of History (Historical Reports) ეწოდა.

4 comments:

  1. ძალიან საინტერესოა, არ ვიცოდი ამ წიგნის არსებობის შესახებ

    ReplyDelete
  2. მეც არ ვიცოდი.... არადა სამაგისტროს რო ვწერდი მაშინ რო მცოდნოდა....

    ReplyDelete
  3. შენც მეორე სამაგისტრო დაწერე ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით

    ReplyDelete
  4. ცუდი აზრი არ არის, ოღონდ განხორციელებას წინაპირობები სჭირდება

    ReplyDelete