Monday, January 25, 2010

ხელისუფლების დაკომპლექტების მექანიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპულიკაში

ნოე ჟორდანია იხსენებს:”ყველაზე უფრო კურიოზული იყო მთავრობის მდგომარეობა. ყველა ქვეყანაში მთავრობის წევრობას სანთლით ეძებენ. ეს უმაღლესი თანამდებობა ყველგან სანატრელი და საბრძოლველია. ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებად. ყველა მას გაურბოდა, როგორც ჭირს. რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა, რამდენი კალთის გლეჯა, პირდაპირ წარმოუდგენელია. ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის მოჯრებას ან მასში ახალი პირის შემოყვანას.
მიზეზი იყო ერთთადერთი, გაურბოდნენ პასუხისმგებლობას. მხოლოდ ორ პირს არ სჭირდებოდა ხვეწნა ნ. რამიშვილს და ევ. გეგეჭკორს, სხვები კი ყველა ძალით შემოთრეულია მთავრობაში”
შესაძლოა ამის მიზეზი კიდევ ერთი მიზეზი ჰქონოდა...რომელიც ისევ ნ. ჟორდანიას მოგონებებში ვიპოვოთ ”მე სანოვეგეს ჩემი სახლიდან ვიღებდი (!) ხშირად (ლანჩხუთიდან). ერთხელ ჩამოვიდა დედაჩემი რავალნაირი სანოვაგით...
დედა მეუბლებოდა : მითხრეს შენ მინისტრი ხარ, რავა დავიჯერო ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო. მართლაც გამოდიოდა, რომ მე მას კი არ ვარჩენდი - არამედ ის მე....

Thursday, January 21, 2010

ისტორიის ფალსიფიკატორები


ვიკიპედიაზე წავაწყდი საინტერესო წიგნს სახელწოდებით ”ისტორიის ფალსიფიკატორები”(Falsifiers of History), რომელიც საბჭოთა ინფორმაციის ბიურომ 1948 წელს უშუალოდ სტალინის მეთვალყურეობით (სხვანაირად ხომ წარმოუდგენელიცაა) გამოსცა და შეეხება გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობას მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1948 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეოარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტები ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის შესახებ 1939-1941 წწ. მათ შორის იყო გერმანიის საგარეო ოფისებიდან აღებული მასალებიც. გარდა ”მოლოტოვ რიბენტროპის პაქტის” მომზადების პროცესისა, მოცემულ მასალებში ასევე იყო ის საიდუმლო მუხლები, რომელსაც ეს პაქტი შეიცავდა და რომელშიაც აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიების გადანაწილებაზე იყო საუბარი.
”ისტორიის ფალსიფიკატორები” არის ზემოთაღნიშნული პუბლიკაციის პასუხი.
სტალინმა ნაშრომის თავდაპირველი სახელწოდება Reply to Slanderers შეცვალა და ნაშრომს საბოლოოდ Falsifiers of History (Historical Reports) ეწოდა.